შვედეთში უცხოური სამხედრო წყალქვეშა საქმიანობა დაადასტურეს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმის არქიპელაგის რაიონში უცხოური სამხედრო წყალქვეშა საქმიანობის არსებობა დაადასტურა. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრერს ოსლუნდმა, თავის მხრივ, შვედეთის ტერიტორიულ წყლებში საგარეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ოპერაცია გრძელდება.
გარდა ამისა, არქიპელაგის რაიონში წყალქვეშა საქმიანობის დამადასტურებელი ფოტოები გამოქვეყნდა.
ამავდროულად, შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნავი რუსულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები