ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს
ბოლივიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ევო მორალესი ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით იქნა არჩეული. ეს ინფორმაცია ბოლივიის უმაღლესი საარჩევნო ტრიბუნალის მიერ ბიულეტენების 99,82%-ის დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი. მორალესმა ამომრჩეველთა ხმების 61 % მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო სამუელ დორია მედინას, რომელმაც ხმების 24 % დააგროვა. შეგახსენებთ აიმარის ტომის ინდიელთა წარმომადგენელი ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებს.