აშშ-ში მოსამართლემ ერთსქესიანთა ქორწინების დარეგისტრირებას გადადგომა არჩია

ჩრდილოეთ კაროლინაში მოსამართლე ჯონ კალამმა ერთსქესიანთა ქორწინების დარეგისტრირებას მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომა არჩია. ამ ინფორმაციას გამოცემა „ The Blaze“ ავრცელებს. მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილით კალამმა უკვე მიმართა საოლქო სასამართლოს მთავარ მოსამართლეს, სადაც გადადგომის მიზეზად მისი ქრისტიანული შეხედულებები და მოსამართლის მოვალეობას შორის ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლის თანამდებობის მიღებისას ფიცის დადებისას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დარეგისტრირება მოუწევდა. კალამის თქმით, ერთსქესიანთა ქორწინების დარეგისტრირება მის ქრისტიანულ მრწამსს ეწინააღმდეგება. „მე უკვე აღარ შემიძლია ჩემი მოვალეობა კეთილსინდისიერად აღვასრულო“, – დაამატა კალამმა. ამ მომენტისათვის ერთსქესიანთა ქორწინება აშშ-ს 31 შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქშია ლეგალიზებული. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ერთსქესიანმა წყვილებმა ქორწინების რეგისტრაციის უფლება რამდენიმე დღის წინ, 2014 წლის 10 ოქტომბერს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები