ბრიტანეთში ინტერნეტ-ტროლინგი 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება
დიდი ბრიტანეთი ტროლინგთან ბრძოლაში გადამჭრელი ზომების გამოყენებას და ტროლინგისთვის 2 წლამდე ვადით პატიმრობის დაკანონებას გეგმავს. ამის თაობაზე განცხადება გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის მინისტრმა კრის გრეილინგმა გააკეთა. იუსტიციის მინისტრის თქმით ტროლები ჩვეულებრივი ლაჩრები არიან, რომლებიც ბრიტანელებს სიცოცხლეს უწამლავენ. გრეილინგის სიტყვებით, ბრიტანეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს ინტერნეტში პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების და ზოგადად ცნობილი ადამიანების მიმართ ცრუ ბრალდებების ტალღა და სპეკულაციები შეაჩეროს.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ბრიტანეთში ტროლიგზე დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 6 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებდა.