ლავროვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მძიმე რჩება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ამერიკასთან დიალოგი რთულდება, რადგან ვაშინგტონი არ ცდილობს პარტნიორთა ინტერესები გაითვალისწინოს მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს, გაითვალისწინოს მათი მიდგომები და ინეტერესების ბალანსი გამონახოს. ლავროვის თქმით, აღნიშნულის გამო მთელ რიგ მიმართულებებში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მძიმე რჩება და საერთოდაც, ჩიხშია შესული.
“ურთიერთობა რთულია, რომელიც ახლა არა თუ გაყინულია, არამედ ჩიხშია მთელი რიგი მიმართულებით, რაც უკრაინის კრიზისამდე შეიქმნა“, – განაცხადა ლავროვმა. იგი იმიასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ამერიკის სახელმწიფო მდივანი პოზიტიურად არის განწყობილი.
„ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი განწყობილია პოზიტიური თემების მოძებნით იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან მიმართებაშიც ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს”, – აღნიშნა ლავროვმა.