ზელენსკიმ „როსატომსა“ და რუსეთის ენერგეტიკულ სხვა სტრუქტურებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადგენილებებით შემოიღო ახალი პერსონალური და სექტორული სანქციები 35 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსატომთან” და სხვა ენერგეტიკულ კომპანიებთან.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს 18 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს, რომლებიც კავშირში არიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ენერგოსისტემაში ინტეგრაციის მცდელობებში და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაპყრობის მცდელობის მონაწილეობაში.

გარდა ამისა, კიდევ ერთი დადგენილებით, ზელენსკიმ სანქციები დააკავშირა დასავლელ პარტნიორებთან. ისინი მოიცავს ორ ძირითად სექტორს — ენერგეტიკას და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ასევე შუამავლების და ლოგისტიკური ოპერატორების გაფართოებულ ქსელს მესამე ქვეყნებში.

სანქციების სიაში ასევე შევიდა „გაზპრომნეფტის“ შვილობილი კომპანიები რუსეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და ევროკავშირში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ კომპანიები, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მოწყობილობების მომწოდებლები, ფინანსური და ლოგისტიკური შუამავლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები