ფლორიდაში “ყალბი” ექთანი 4 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურებოდა
ფლორიდაში დააკავეს 29 წლის ქალი, რომელიც ექთნის ყალბი საბუთით 4 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა.
აუდიტუმ ბარდისას საქმიანობა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე, ადგილობრივ საავადმყოფოში გაგრძელდა. გამოძიების მიხედვით, ის სხვა პირის ექთნის ლიცენზიის ნომერს იყენებდა.
საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მისი საქმიანობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ბარდისამ ვერ წარადგინა ქორწინების მოწმობა, რომლითაც გვარის ცვლილებას ამართლებდა. შემდგომი შემოწმებით დადასტურდა, რომ ქალი ექთანი არ იყო.
პოლიციამ საქმე „ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამედიცინო თაღლითობად“ გამოაცხადა, რაც მათ გამოუძიებიათ და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მოქმედებებმა ათასობით პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
ბარდისა დაკავებულია და მას 70 000 დოლარის გირაო აქვს დაწესებული.
საავადმყოფო ინსპექტირებებს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს.