აშშ ვენესუელის ლიდერის დაკავებისთვის 50 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დასაპატიმრებლად საჭირო ინფორმაციისთვის ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე დააწესა,- გადაწყვეტილება დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა.

მადურო 2020 წლიდან ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ბრალდებულია ნარკოტრაფიკში მონაწილეობასა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში.

ვაშინგტონის განცხადებით, ჯილდო განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც მიაწვდის სანდო ინფორმაციას, რომელიც მადუროს დაკავებას ან მის სისხლის სამართლის დევნას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მადურო „Cartel de los Soles“-ის ლიდერად მოიხსენია და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს აშშ-ში კოკაინის შეტანაში დასდო ბრალი.

ვენესუელის ხელისუფლებამ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას „პოლიტიკური პროპაგანდა“ უწოდა და ის „სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად“ შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მადუროს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ის წელს ხელისუფლებაში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები