ლევან ნიკოლეიშვილი: 2008 წლის 8 აგვისტო, საქართველოს ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს როგორც ჩვენი სამხედროების უპრეცედენტო გმირობის, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის ღალატის მაგალითი – მაშინდელმა ხელისუფლებამ დაღუპულების ცხედრები უპატრონოდ მიატოვა
,,2008 წლის 8 აგვისტო, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს როგორც ჩვენი სამხედროების უპრეცედენტო გმირობის, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის ღალატის მაგალითი. იმ დროს როცა ჩვენი ბიჭები მასზე რაოდენობრივად მეტ მტერს არ ეგუებოდნენ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, დაღუპულების ცხედრები უპატრონოდ მიატოვა, რომ არა პატრიარქი, სამღვდელოება და ბერ-მონაზვნები, გარდაცვლილებს მშობლიურ მიწასაც არ მიაბარებდნენ”, – ამის შესახებ”ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრული გეგმის მონაწილეები დღეს ერთად არიან, წარსულ დანაშაულებს არ იმჩნევენ და გმირების საფლავებზე ურცხვად მიდიან, თითქოს მათ დაღუპვასა და ღალატში ბრალი არ მიუძღოდეთ.
“2008 წლის 8 აგვისტო, დღე რომელიც საქართველოს ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს როგორც ჩვენი სამხედროების უპრეცედენტო გმირობის, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის ღალატის მაგალითი. იმ დროს როცა ჩვენი ბიჭები მასზე რაოდენობრივად მეტ მტერს არ ეგუებოდნენ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, დაღუპულების ცხედრები უპატრონოდ მიატოვა, რომ არა პატრიარქი, სამღვდელოება და ბერ-მონაზვნები, გარდაცვლილებს მშობლიურ მიწასაც არ მიაბარებდნენ. იმ დროს, როდესაც ტერიტორიების ოკუპაცია ხდებოდა, მთავრობის წარმომადგენლები საზღვარზე გარბოდნენ. უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილი, ცაში რუსეთის თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე შეშინებული, გორში მიწას ცხვირით თხრიდა. მერე ომში დამარცხება, გამარჯვებად გამოგვიცხადეს, რუსთაველზე კი საკუთარი სკამების გადარჩენა იზეიმეს. მერე კიდევ უკადრებელი იკადრეს, ევრორეზოლუციაში ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს, რაც ხელმოწერებითაც დაადასტურეს, ესეც არ იკმარეს და სააკაშვილმა ალაფის სახით რუსებს სტრატეგიული ობიექტები საჩუქრად გადასცა. ცხინვალს რომ არტილერიით ბომბავდნენ, ამის მტკიცებულება სხვას რომ თავი დავანებოთ მაშინდელი ხელისუფლების დღევანდელ მოკავშირეს სალომე ზურაბიშვილს თავის წიგნში აქვს მოყვანილი და დაბეჭდილი. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრული გეგმის მონაწილეები დღეს ერთად არიან შეყრილები, გუშინდელ დანაშაულებს არ და ვერ იმჩნევენ, უფრო მეტიც გმირების საფლავებზე ურცხვად მიბობღავენ, მონანიების და სინანულის მაგივრად, უტიფრად ნიანგის ცრემლებს ისე ღვრიან, თითქოს მათ დაღუპვა-ღალატში იოტისოდენა ბრალი არ მიუძღოდეთ. ამიტომაცაა აუცილებელი, მათი ქმედებების შეფასება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მსგავსი რამ რომ არასოდეს არ განმეორდეს. ფაქტები ჯიუტია, რამდენადაც ჩვენი სამხედროების გმირობაზე გვიყვებიან, ასევე სააკაშვილის რეჟიმის უპრეცედენტო ღალატზეც, რასაც ვერც ისტორიიდან წაშლი, ვერც არქივიდან და ვერც უამრავი ადამიანის მეხსიერებიდან.” – წერს ნიკოლეიშვილი.