შვეიცარიაში რუსული წყალქვეშა ხომალდი ჩაიძირა
შვეიცარიაში დაკარგული წყალქვეშა გემის ძებნა მიმდინარეობს. როგორც ვარაუდობენ, გემი რუსეთს ეკუთვნის. გაზეთ expression-ის ცნობით, ჩაძირული გემი ახალი, რუსული მოდელი- Тритон-НН-ია. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი არ გამორიცხავენ უცხოური ხომალდის მათ ტერიტორიაზე შესვლას.
შვეიცარიული გაზეთის Svenska Dagbladet მიხედვით, რადოგადამცემის სამსახურმა რუსულ ენაზე მიღებული სიგნალი დაარეგისტრირა, რომელიც სტოკჰოლმის არქიპელაგიდან დაფიქსირდა. სიგნალი მიიღეს 2- ჯერ – პირველი დაშიფრული სახით, ხოლო მეორე სიგნალიდან გაირკვა, რომ ის რადიოგადამცემი, რომელისგანაც სიგნალი მოდიოდა, განთავსებულია რუსეთში, კალინინგრადში სადაც ბალტიის ფლოტის ბაზა მდებარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ხომალდებთან არანაირი ავარიული სიტუაციები არ არსებობდა. ამასთანავე, აღინიშნება, რომ რადიოგადამცემიდან მიღებული სიგნალი გადაიცემოდა იმ სიხშირეებზე, რომელსაც რუსეთის ფლოტი იყენებს ავარიული სიტუაციების დროს.
17 ოქტომბერს შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა სტოკჰოლმის არქიპელაგის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია დაიწყეს „უცხოური წყალქვეშა გემის აღმოსაჩენად“.
19 სექტემბერს, შვეიცარიამ განაცხადა, რომ რუსული საომარი თვითმფრინავები შემოიჭრნენ შვეიცარიის ტერიტოიაზე, რაც მათი მხრიდან „სერიოზული დარღვევაა“.