პრემიერი: ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ მერის და საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივაღწევთ, ალბათ ოპოზიციის ამოცანა საკრებულოებში ფრაქციების შექმნაა,თბილისში დარწმუნებული ვარ, რომ კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

ჩვენი მიზანი არის მარტივი – 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის და საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივაღწევთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თურქმენეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, რაც შეეხება თბილისს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ალბათ მათი რეალური ამოცანა არის საკრებულოებში ფრაქციების შექმნა, შეიძლება ბევრგან მოახერხონ კიდეც, თუმცა ეს არის და ეს. რეალურად, ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება თბილისს, დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს, დანარჩენი ოპოზიციის საქმეა,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები