რუსეთი ტრამპის მიერ ინდოეთისთვის შესაძლო ტარიფების დაწესების გეგმას აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც ინდოეთისთვის სავაჭრო ტარიფების შესაძლო დაწესებას ეხებოდა.
მოსკოვი აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო ართულებს გლობალურ ეკონომიკურ გარემოს და სტრატეგიულ პარტნიორობებს აზიანებს.
„ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული მუქარები და ზეწოლის ინსტრუმენტები, რომლებიც საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს ეწინააღმდეგება.
სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ უფლება, დამოუკიდებლად აირჩიონ თავიანთი სავაჭრო პარტნიორები, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პარტნიორები და ასევე დამოუკიდებლად აირჩიონ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი ფორმები, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
როგორც მედია იუწყება, ინდოეთი რუსული საზღვაო ნავთობის ექსპორტის მსოფლიოში უმსხვილესი მყიდველი გახდა.
ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა რუსული ნავთობის მყიდველებისთვის მეორადი ტარიფების დაწესებით. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინდოეთი მიმდინარე შესყიდვებისთვის დამატებით ეკონომიკურ ჯარიმას გადაიხდის.