ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს

,,საქართველოს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს”, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, დანიის ხელისუფლების განცხადებას.

მისი თქმით, სიტყვიერი შანტაჟი საქართველოს მიმართ გრძელდება.

„საქართველოს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს და ამასთან დაკავშირებით, მათ რაიმე კონკრეტული განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან გაკეთებული არ გააჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში ისინი აგრძელებენ იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს მიმართ გამოიჩინეს. მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც, არჩევნების წინა პერიოდი, არჩევნები, არჩევნების შემდგომი პერიოდი. ეს სიტყვიერი შანტაჟი საქართველოს მიმართ გრძელდება. ეს არის დანიის ხელისუფლების განცხადების რეალური მოტივაცია და შინაარსი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს და თქვეს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები