ლიეტუვა პალესტინის სახელმწიფოს არ აღიარებს

ლიეტუვის ხელისუფლების დღის წესრიგში, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების საკითხი არ დგას,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დევიდას მატულიონისმა განაცხადა.

მატულიონისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვის პოზიცია, რომ 2023 წლის ოქტომბერში, “ჰამასის” მიერ განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ ისრაელმა ასევე პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზას სექტორში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილით იტანჯება.

ცოტა ხნის წინ, 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლითაც ოფიციალურად მოუწოდებენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.

ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დარწმუნებულია, რომ რიგი ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ასეთი სახელმწიფოს შექმნა ისრაელის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები