მაკა ბოჭორიშვილი – გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია
გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონფერენციაზე, მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირების კუთხით.
„გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებაა. ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განხორციელდება პრემიერ-მინისტრის დონეზე და მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირების თვალსაზრისით და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.