გიორგი ჩაკვეტაძე: ფიშერი სკანდალშია გახვეული და მოვუწოდებ გააკეთოს განმარტებები თუ რასთან გვაქვს საქმე

„ბატონი ფიშერი სკანდალშია გახვეული და მოვუწოდებ, გამოვიდეს და გააკეთოს განმარტებები თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ვენის კონვენციის გარდა, ეს ადამიანი უკვე ადგილობრივ კანონმდებლობასაც არღვევს,“ – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, მამუკა ხაზარაძის და გერმანიის ელჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„ბატონი ფიშერი სკანდალშია გახვეული და მოვუწოდებ, გამოვიდეს და გააკეთოს განმარტებები თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ვენის კონვენციის გარდა, ეს ადამიანი უკვე ადგილობრივ კანონმდებლობასაც არღვევს. საქმე გვაქვს საგადასახადო კოდექსთან. ეს რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, თუმცა რაც ჩანს, აღიარებაცაა ხაზარაძის მხრიდან, რომ ნამდვილად მიქირავებული აქვს და [გერმანიის ელჩი] არანაირ გადასახადებს არ იხდიდა“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ თითქმის 4 წელი სახელმწიფო ბიუჯეტს გერმანულ ფულს უმალავდა და გადასახადების გადახდას თავს არიდებდა. ამის მიზეზად მან ტექნიკური გაუგებრობა დაასახელა. გერმანიის ელჩი ამ დრომდე არ სცემს პასუხს კითხვას, რა თანხას იხდის ოპოზიციონერი ლიდერის ფეშენებელურ რეზიდენციაში, იყო თუ არა კანონი დაცული ხელშეკრულების გაფორმებისას და როგორ შედგა გარიგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები