ზელენსკი: ყველა სანქცია, რომელიც რუსეთს ზღუდავს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო აჭიანურებს – მას აქვს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სანქცია, რომელიც რუსეთს ზღუდავს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო აჭიანურებს – მას აქვს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფული. ყველა სანქცია, რომელიც რუსეთს ზღუდავს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას აძლიერებს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ყველა პოლიტიკური ქმედება, რომელიც რუსეთის იზოლირებას ახდენს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.

მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ომის დასრულების თაობაზე მისი გადაწყვეტილებისთვის და შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამისი ზეწოლისთვის – რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა და ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები, ახალი მკაცრი სანქციები რუსებს მშვიდობისკენ უბიძგებს.

მადლობას ვუხდი ყველას ევროპაში და მთელ მსოფლიოში, ვინც აშშ-თან ერთად მხარს უჭერს უკრაინას, აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას, ჩვენს ფრონტის ხაზს და მშვიდობის სახელით გაწეულ ყველა ძალისხმევას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები