დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი უკრაინაში კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში კორუფციის ბრალდებით მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (HACC) უკრაინის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, რომელიც დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის შესყიდვაში კორუფციის საქმეშია ჩართული, 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ალტერნატივის სახით, სასამართლომ გირაო 8,003,004 გრივნის ოდენობით განუსაზღვრა.

გირაოს გადახდის შემთხვევაში, ეჭვმიტანილი ვალდებულია:

თითოეული მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, გამომძიებელი მოსამართლის, სასამართლოს წინაშე; არ დატოვოს კიევისა და კიევის ოლქის საზღვრები გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე; თავი შეიკავოს გამომძიებელი მოსამართლის განჩინებაში მითითებულ პირებთან კომუნიკაციისგან; ატაროს ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები