ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 11 ადამიანი მოკლეს და 70-ზე მეტი გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, კადუნას შტატში, შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მდე ადგილობრივი გაიტაცეს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებული პირები მოტოციკლებით შევიდნენ სოფლებში და მოსახლეობის მისამართით ცეცხლი გახსნეს. მომხდარი ბოლოდროინდელი თავდასხმების სერიას აგრძელებს, რომლებიც რეგიონის მცხოვრებლებს აიძულებს, საკუთარი სახლები დატოვონ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და უფლებადამცველებმა ხელისუფლება უსაფრთხოების არაეფექტური ზომების გამო გააკრიტიკეს.

მედიის ცნობით, ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთი წლებია მსგავსი ტიპის თავდასხმებით არის ცნობილი, რომლებიც ბანდიტური დაჯგუფებებისა და ეთნიკური დაძაბულობის ფონზე ვითარდება. მთავრობა აცხადებს, რომ ვითარების დარეგულირებაზე მუშაობს და რეგიონში უსაფრთხოების ძალების რაოდენობას ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები