გურამ მაჭარაშვილი: შვედეთის პრემიერმა თქვა, რომ უკრაინას მოუწევს ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დაარეგულიროს თუ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში – შვედეთის ელჩის ვალდებულებაა ქართველ ხალხს აუხსნას, ეს ვრცელდება საქართველოზეც?

,,შვედეთის ელჩის ვალდებულებაა ქართველ ხალხს აუხსნას, ეს რეალურად ვრცელდება საქართველოზე, თუ სხვა რამე იგულისხმა შვედეთის პრემიერმა”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა.

მისი თქმით, რადგან კანდიდატი ქვეყნებისთვის ცნობილია, რომ მიდგომა ყველასთან ერთი და იგივეა, შვედეთის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას უნდა განუმარტოს, მისი ქვეყნის პრემიერის განცხადება ვრცელდება თუ არა საქართველოზეც.

„შვედეთის პრემიერმა, რომელიც სხვათა შორის არამხოლოდ თავის, არამედ ევროკავშირის განცხადებას აზიარებს, პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას მოუწევს ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დაარეგულიროს, თუ უნდა, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. ჩვენ ვიცით, რომ კანდიდატი ქვეყნების მიმართ მიდგომები ერთიანია, ამიტომ შვედეთის ელჩის ვალდებულებაა, რომ ქართველ ხალხს აუხსნას, ეს რეალურად ვრცელდება საქართველოზე, თუ სხვა რამე იგულისხმა შვედეთის პრემიერმა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები