შარმანაშვილი – ხაბეიშვილის განცხადებაზე: ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა
,,ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.
,,ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა.
ჩვენ ზუსტად ამას ვამტკიცებთ და ვამბობთ, რომ ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში ოდესმე ჩაჯდება და კონსტიტუციური გზებით შეეცდება ხელისუფლებაში მოსვლას. მისი ყველა ნაბიჯი არის საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგო“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.