კამჩატკაზე 600-წლიანმა მძინარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო
რუსეთის აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ასეულობით წლის განმავლობაში მძინარე ვულკანი მოულოდნელად გააქტიურდა.
ადგილობრივი სეისმოლოგების განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევა ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველი იყო.
მათივე ინფორმაციით, ვულკანი მოულოდნელად ამოიფრქვა და ფერფლის ღრუბელი რამდენიმე კილომეტრამდე ავიდა. ამოფრქვევის შედეგად ახლომდებარე დასახლებებში დაფიქსირდა ვულკანური ფერფლის წვიმა, თუმცა მსხვერპლის ან სერიოზული დაზიანების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში დროებით შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა და მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ვულკანთან მიახლოებისგან.
ასევე, გამოცხადდა ნარინჯისფერი საფრთხის დონე, რაც შესაძლო ახალი ამოფრქვევის ალბათობაზე მიუთითებს.