შალვა პაპუაშვილი: ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა საგამოძიებო კომისიაზე ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი

„ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღიად, საჯაროდ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ. ეს ყველაფერი ვნახეთ და მოვისმინეთ და ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები