პოროშენკომ უკრაინის კრიზისის მოგვარების გზა დაასახელა

  “მინსკის შეთანხმება“ უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
პოროშენკომ მილანის შეხვედრის შედეგები შეაჯამა და ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაზრდის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„უკრაინას ექნება გაზი, ის ზამთარს სითბოში გაატარებს. ეს არის შეთანხმების შედეგი, თუმცა ეს ყველაფერი უკრაინის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ამ ზამთარს გაზის ფასი 385 დოლარს არ გადააჭარბებს“- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების შეხვედრა მილანში 17 ოქტომბერს გაიმართა. ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმების განხორციელებისა და ბუნებრივი აირის საკითხები განიხილეს, თუმცა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები