ტრამპმა ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მახლობლად.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედვედევმა, რომელიც ახლა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეა, აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ მოსკოვს, უკიდურეს შემთხვევაში, ბირთვული იერიშის მიტანის შესაძლებლობა აქვს.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციულ განცხადებასთან დაკავშირებით, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გავეცი, იმ შემთხვევისთვის თუ ეს სულელური და გამომწვევი განცხადებები რაღაც უფრო მეტი აღმოჩნდება“.