ზაალ ანჯაფარიძე: შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

“შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძის განცხადებით, თუკი შვედეთმა უკრაინას დაუყენა აღნიშნული პირობა, იგივე პირობას დაუწესებს საქართველოსაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანაც უკრაინის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.

„ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა. ინფორმაციის სიზუსტისთვის – ეს წერია მინისტრის ინსტაგრამ გვერდზე. თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც. ინფორმაცია განსჯისათვის!“,- წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები