ათენში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართა
„ხალხის ძალის” წევრის, თამარ ჩიბურდანიძის ინიციატივით ამოქმედებული ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია 9-11 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქში ათენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გამართა.
უცხოეთში დაბადებულ ქართველებს გააცნეს საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული ღირებულებათა პრობლემების თაობაზე. თამარ ჩიბურდანიძე მათ დეტალურად ესაუბრა ოჯახის ინსტიტუტის საუკუნოვან ტრადიციებზე, თაობათაშორის ურთიერთობებზე და მიგრაციის პრობლემებზე. ახალგაზრდებმა ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია პროექტში ჩართვაზე.
პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტი მოიცავს 4 თემას და 4 საკონკურსო ნომინაციას და მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების ერთობლიობის თაობაზე. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.