ტრამპი: მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი

მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, მე გავეცი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს სულელური და წამქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მანამდე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს“ და „ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ ნაბიჯია“, მაგრამ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ „საკუთარ ქვეყანასთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები