ლონდონში 58-ე კინოფესტივალი გაიხსნა
ლონდონში 58-ე კინოფესტივალი გაიხსნა. დამწყებ და ცნობილ რეჟისორებთან ერთად 248 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალი ტრადიციულად შემოდგომაზე იმართება. მსოფლიოსთვის ცნობილი კინოვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე გამოდიან, ავტოგრაფებს არიგებენ და ფოტოგრაფებისთვის პოზირებენ.
ფესტივალის პროგრამის მიხედვით, მაყურებელს შეუძლია არჩევანი გემოვნების მიხედვით გააკეთოს. ნახოს ჰოლივუდური ფილმი, ევროპული კონოკლასიკა ან სხვადასხვა რეჟისორებისა და მსახიობების ჩატარებულ მასტერკლასებს დაესწროს.
„ფესტივალი ტრადიციას არ ღალატობს და მაყურებელს ახალბედა და ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებს წარმოუდგენს. ნაჩვენები იქნება მსოფლიოს სამოცდაათი ქვეყნის პროდუქცია. 12 დღის მანძილზე 540 საპატიო სტუმარი გვეყოლება“, – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა კლერ სტუარტიმ.
კინოსეანსები ქალაქის თითქმის ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს. კინოკრიტიკოსებმა ფავორიტი ფილმების სია გამოაქვეყნეს. ფესტივალი სწორედ ერთ-ერთი ფავორიტი ფილმით „იმიტირებული თამაშებით“ გაიხსნა, სადაც კირა ნაიტლი და ბენედიქტ კამბერბაჩის მონაწილეობენ.
„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მქონდა პატივი მეთამაშა დიდებულ მსახიობ ბენედიქტ კამბერბაჩთან. გენიალური მსახიობია და არაჩვეულებრივად შეასრულა მათემატიკოსის როლი, რომეწლმაც დიდი მეცნიერული არმოჩენა გააკეთა. არაჩვეულებრივი გუნდი შეიკრიბა. მიხარია, რომ დადებითი შეფასება მივიღეთ“, – აღნიშნა მსახიობმა კირა ნაიტლიმ.
შემოდგომის ფესტივალი თორმეტი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობება.