ირაკლი ჩიქოვანი: დაარსებიდან 10 წლის თავზე, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მისი თქმით, დაარსებიდან 10 წლის თავზე, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

,,პროფესიულ დღეს ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.

დაარსებიდან 10 წლის თავზე, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ქვეყნის შიგნით და გარეთ, უსაფრთხოების თანამედროვე რისკები კიდევ უფრო მრავალმხრივი და კომპლექსურია, რაც უწყებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელსა და მის ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს, რომლის მაღალპროფესიული და ეფექტიანი მუშაობით სამსახური კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას”,- წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები