ესპანეთში ტურიზმი რეკორდულ დონეზე ავიდა – 2025 წლის პირველ ნახევარში უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთმა 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის ახალი რეკორდი დაამყარა.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, ექვს თვეში ესპანეთს 50 მილიონამდე ტურისტი ეწვია, რაც ამავე პერიოდისთვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ტურისტული მაჩვენებლების ზრდა ძირითადად ევროპელი მოგზაურების ანგარიშზე დაფიქსირდა. ამ მხრივ ლიდერობენ ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებია კატალონია, ანდალუსია და კანარის კუნძულები.

ესპანეთის ტურიზმის სამინისტრო რეკორდულ ზრდას უკავშირებს როგორც ავიამიმოსვლის აღდგენასა და გაფართოებას, ისე ქვეყნისადმი საერთაშორისო ინტერესის გაძლიერებას კულტურული, კლიმატური და გასტრონომიული მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, ტურიზმის სექტორმა ქვეყანას პირველ ნახევარში დაახლოებით 52 მილიარდი ევროს ეკონომიკური შემოსავალი მოუტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15%-ით მეტია.

მთავრობა 2025 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლების მოლოდინშია და აცხადებს, რომ ინვესტიციებს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებაში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები