საფრანგეთი ღაზას ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ერთვება
საფრანგეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზას სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.
მათი თქმით, ტვირთი მოიცავს მედიკამენტებს, საკვებს, სასმელ წყალს, ჰიგიენურ საშუალებებსა და პირველადი დახმარების რესურსებს, რომლებიც განკუთვნილია კონფლიქტით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ფრანგული მხარის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, უსაფრთხო არხებით გაიგზავნება.
საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პირობები უკიდურესად დამძიმებულია და მოქმედებები, პირველ რიგში, სამოქალაქო მოსახლეობის დასახმარებლად ტარდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ უკვე გამოყო დამატებითი ფინანსური რესურსები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ღაზაში ოპერირებენ.
„ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ ადამიანური ტანჯვის შემცირებას, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების მიმართ, ვინც ყველაზე მძიმედ ზარალდება“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ღაზაში ვითარება ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა.