აშშ-ში ბირთვულ ობიექტზე რადიოაქტიური კრაზანების ბუდე აღმოაჩინეს

აშშ-ში, ამჟამად გაუქმებულ ბირთვულ იარაღის ობიექტზე, მეცნიერებმა რადიოაქტიური ნაწილაკებით დაბინძურებული კრაზანების ბუდე აღმოაჩინეს,- ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელდა, რომელიც ყოფილი ბირთვული ობიექტების მონიტორინგს ახორციელებს.

როგორც ცნობილია, ბუდე მილსადენის შიდა ნაწილში მდებარეობდა, რომელიც ადრე ბირთვული მასალების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.

ბუდე, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში უცვლელად იყო დარჩენილი და კრაზანებმა მასალები ბირთვული მტვრის შემცველი ზედაპირებიდან მიიტანეს.

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენა მოულოდნელი იყო და აჩვენებს, თუ რამდენად შეუძლიათ მწერებს რადიოაქტიური ნაწილაკების გავრცელება. თუმცა, მათი შეფასებით, შემთხვევას მოსახლეობისთვის რეალური საფრთხე არ შეუქმნია, რადგან ბუდე გარემოსთან კონტაქტში არ ყოფილა.

ამჟამად დაბინძურების დეტალური ანალიზი მიმდინარეობს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა ხაზს უსვამს საჭიროებას, მეტი ყურადღება დაეთმოს არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველებისა და მწერების გავლენას რადიოაქტიური მასალების გადაადგილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები