ამერიკამ კანადურ საქონელზე ტარიფები ფენტანილის გამო 35%-მდე გაზარდა

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანადურ იმპორტზე ტარიფები 35%-მდე გაზარდა.

ოფიციალურ განმარტებაში მიზეზად ფენტანილის უკანონო გავრცელება სახელდება, რაშიც აშშ გარკვეულწილად კანადურ მწარმოებლებსა და მომწოდებლებს ადანაშაულებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, კანადიდან შემოსული გარკვეული პროდუქცია ფენტანილის ქსელებთან კავშირშია, რაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ტარიფების ზრდა ძირითადად შეეხება ქიმიურ ნედლეულს, ფარმაცევტულ ინგრედიენტებს და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს.

უცხოურ მედიაში იწერება, რომ ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, აშშ-კანადურ ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი დაძაბულობის წყარო გახდეს.

კანადის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები