32 წლის ასაკში „ამერიკელების კულტი“ ჯოან ბორგელა – გარდაიცვალა

 ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯოან ბორგელა შაბათს, 18 სექტემბერს სიმსივნით გარდაიცვალა.
„დამძიმებული გულითა და ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ დაგტოვა ჩვენმა საყვარელმა ჯოანამ,“ – აცხადებენ ვარსკვლავის ოჯახის წევრები, თუმცა ის თუ სად გარდაიცვალა ჯოანა უცნობია.
ჯოან ბორგელლა 2008 წლის „ამერიკელი კულტების“ ტოპ 24-ულში შედიოდა. ის მონაწილეობდა პოპულარულ შოუში “Mo’Nique’s Fat Chance”, რომელშიც პირველი ადგილი მოიპოვა და საუკეთესო პლიუს-ზომის მოდელი გახდა. მომდევნო წლებში ჯოან ბორგელლამ სამოდელო კარიერა გააგრძელა და თავისი ტანსაცმლის ხაზიც კი გამოუშვა.
გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მან თავის ფანებთან ერთად ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სიმსივნით იყო დაავადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები