რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს
რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს. ერთი ამერიკული დოლარი ორმოცდაერთ რუბლზე მეტი ღირს.
რუსეთის ეკონომიკა, კერძოდ, ვალუტა წნეხის ქვეშ განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრემლი კრიზისის შევსებას მეწარმეებსა და საშუალო ფენის ხარჯზე შეეცდება.
ეკონომიკური კრიზისით რუსეთში განსაკუთრებით ის მოქალაქეები ზარალდებიან ვისაც კერძო ბიზნესი აქვთ.