ტექნოლოგიური გარღვევა: ჩინეთში კაშხალი ადამიანების გარეშე აშენდა

ჩინეთში კაშხალი ხელოვნური ინტელექტით, ადამიანის ჩარევის გარეშე აშენდა

ჩინეთის ტიბეტის პლატოზე 180-მეტრიანი კაშხლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და ავტონომიური რობოტების დახმარებით განხორციელდა.

პროექტში ადამიანთა უშუალო ჩართულობა არ ყოფილა, რაც საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინოვაციად მიიჩნევა.

კაშხლის აგება ე.წ. 3D ბეჭდვის პრინციპით განხორციელდა. პროცესში მონაწილეობდნენ სპეციალურად დაპროგრამებული ექსკავატორები, ბულდოზერები, როლერები და სხვა სამშენებლო ტექნიკა, რომლებსაც AI სისტემები ცენტრალურად მართავდა. თითოეული სამშენებლო ფენა მილიმეტრის სიზუსტით შესრულდა.

პროექტი Tsinghua უნივერსიტეტის მეცნიერების მეთაურობით განხორციელდა და მის მიზანს ჰიდროენერგიის გამომუშავების ეფექტიანობის გაზრდა, მშენებლობის ავტომატიზაცია და უსაფრთხოების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიაში აღნიშნულია, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი მასშტაბის ჰიდროტექნიკური ნაგებობა ადამიანის ჩარევის გარეშე აშენდა.

პროექტის დასრულება ორ წელზე ნაკლებ დროში მოხდა და ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მოდელი შესაძლოა, მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტების ახალი სტანდარტი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები