ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზი ბიზნესთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება, რომელშიც მისი ოჯახის წევრი იყო ჩართული,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განცხადებაში აღნიშნა, გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო, რათა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნებულიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ბრალდება, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვიღო,“ — აღნიშნა პალუცკასმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გადადგომა უკვე დაადასტურა და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც მედია იუწყება, პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, პალუცკასის წასვლამ, შესაძლოა, დროებითი გაურკვევლობა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით, თუმცა ლიეტუვის საგარეო კურსსა და ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობაზე გავლენა არ ექნება.

ლიეტუის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დღეს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუკასმა დღეს დილით გადადგომის შესახებ განაცხადა.

ლიეტუვურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს კომპანია „დანკორაში“, რომელიც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ძმის მეუღლის საკუთრებაშია. ამ კომპანიამ ევროპული დაფინანსება მიიღო და ელემენტების სისტემები პრემიერ-მინისტრის საკუთარი კომპანიის, „გარნისისგან“ შეიძინა.

„დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ მაცნობა. ფაქტი ეს არის. არაფერი იცვლება. ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბოლო არჩევნები მოიგო და სეიმში უმრავლესობას ფლობს. პარტია შესაძლო პოტენციური კოალიციების ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები