დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის საკითხებზე მაღალი დონის მოლაპარაკებების გასამართად ისრაელში ჩავიდა.
როგორც მედია წერს, რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს მისი პირველი ვიზიტია.
ვიტკოფის ვიზიტის მიზანია აშშ-ისა და ისრაელის კოორდინაციის განმტკიცება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ღაზაში არსებულ სიტუაციაზე რეაგირების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა უწყებების წარმომადგენლებთან.
„ღაზაში რეალური ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც დაუყოვნებელ საერთაშორისო მოქმედებას საჭიროებს.
ოფიციალური ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები გაზრდის ეფექტიან თანამშრომლობას რეგიონში და გახდება წინაპირობა უფრო სტაბილური ჰუმანიტარული ჩარჩოს შექმნისთვის,“ – განაცხადა ვიზიტამდე ვიტკოფმა.