,,ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებისგან ბევრი პოზიტიური გზავნილი მოვისმინეთ, ხოლო კანდიდატ ქვეყნებთან გამოცდილება გავცვალეთ”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა ხდება საქართველოში.
„ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებისგან ბევრი პოზიტიური გზავნილი მოვისმინეთ, ხოლო კანდიდატ ქვეყნებთან გამოცდილება გავცვალეთ, მაგალითად, ალბანეთთან და მონტენეგროსთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის პროცესი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ რა ხდება საქართველოში, რამდენად არასწორი და არასამართლიანი შეიძლება, იყოს ის მიდგომები, რაც დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიას აქვს და, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ეს კონფერენცია მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენეთ. საპარლამენტო დიპლომატიის შედეგებს კიდევ უფრო მეტად ვნახავთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.