გიორგი ხელაძე – „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაკავებაზე: პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ინდულგენცია
,,პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ინდულგენცია. დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა გასამართლდეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, „ნაცმოძრაობის“ წევრების შეფასებას, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის დაკავება პოლიტიკური სარჩულით მოხდა.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფი ყველაფერს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს.
„არსებობს გარკვეული ჯგუფი საზოგადოებაში, რომელიც ყველაფერს აძლევს პოლიტიკურ შეფასებას. ჩვენ, ბოლო წლებია ვხედავთ თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ზუსტად აი, ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისგან და მათი მხარდამჭერების მხრიდან, აი, ამ წლების განმავლობაში უამრავი სიკეთე აღქმული იყო ისე, როგორც თითქოს არაფერი არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკა არ განვითარებულა, ინსტიტუტებს არ განუცდიათ წინსვლა. დღევანდელი მოცემულობით პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ინდულგენცია. დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა გასამართლდეს. აუცილებლად უნდათ წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. დღეს გაკეთებული განცხადებები, რაც მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, თითქოსდა ეს რაღაცა აღმავალი პროცესია მათი რეიტინგის და შესაბამისად ხელისუფლება ცდილობს, რომ მათ წინააღმდეგ ამ ფორმებით იბრძოლოს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სუსტ კონდიციაშია ბოლო პერიოდებს თუ ავიღებთ ოპოზიცია, არის გაქრობის პირას. მათ უპატიებელი შეცდომა დაუშვეს პარლამენტში შეუსვლელობით. დღეს, გამოგონილი თემებით ცდილობენ, რომ აქტუალობა არ დაკარგონ. როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორი შეფასება გაკეთდეს?! რამდენი წელია ჩვენ მათი მხრიდან ათასგვარ სისულელეს ვისმენთ და არაფერი ადეკვატური და სწორი შეფასება მათ მხრიდან არ მოგვისმენია.
რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენი განცხადებული პოლიტიკა და პრიორიტეტია, რომ ამ მიმართულებით ვიქნებით უკომპრომისო. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი თუ ასე შემდეგ. ამ მიღწევებითაც გამოვირჩევით ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ხელაძემ ,,იმედის” ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.