ქარიშხალმა „გონსალომ“ ბერმუდზე ათასობით სახლი დააზიანა

ბერმუდის კუნძულებს თავს ქარიშხალი „გონსალო“ დაატყდა, რომლის სიჩქარეც მეტეოროლოგების განცხადებით, ეპიცენტრში საათში 230 კილომეტრი იყო. ქარიშხალმა ბერმუდზე ათასობით სახლი და ნაგებობა, მათ შორის დედაქალაქ ჰამილტონის საავადმყოფოც დააზიანა. ქარიშხლებზე დაკვირვების ამერიკის ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, ბერდმუდის კუნძულების იმ სანაპიროებთან, სადაც ქარიშხალმა ჩაიარა, ტალღების სიმაღლე 9-12 მეტრს აღწევდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უკანასკნელი მონაცემებით, ქარიშხლის ზემოქმედების შედეგად 30 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები