პარიზში პოლ მაკარტის სკანდალური ინსტალაცია დააზიანეს

პარიზში გამოფენილი პოლ მაკარტნის სკანდალური ინსტალაცია სახელწოდებით „ხე“ უცნობმა პირებმა დააზიანეს და დაამტვრიეს. პროვოკაციული პროექტებით ცნობილი ამერიკელი ხელოვანის შექმნილი ლატექსის ინსტალაცია, პარიზელებმა სექსსათამაშოდ და ქალაქის იერსახის დამახინჯებად გამოაცხადეს. მოგვიანებით თავად ამერიკელმაც გაზეთ Le Monde-სთან ინტერვიუში აღიარა ლატექსის სკუპლტურის მსგავსება სექსსათამაშოსთან და მისი შექმნის პროვოკაციული საფუძველიც დაადასტურა.
ვანდომის მოედანზე აღამართული ავანგარდისტი ხელოვანის სკუპლტურა ღამით უცნობმა პირებმა დააზიანეს, რის შემდეგაც მისი დემონტაჟი განხორციელდა. ფრანგი სახელისუფლებო პირების განცხადებით, ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ დამნაშავეთა დასასჯელად. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის აღშფოთების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა სკუპლტურა არ აღადგინონ.
ავანგარდისტი-მხატვარი პოლ მაკარტი ცნობილია თავისი პროვოკაციული პროექტებით. 60 წლებში მან ნახატების სერიაც კი შექმნა, სადაც ფუნჯად თავისი პენისი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები