თამთა მეგრელიშვილი: ვიქტორ ყიფიანი არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცე სანდო ადამიანიდან მოღალატედ, პროფესიონალიდან “დიფ სთეითის” დაქირავებულ მონად – ყიფიანმა საკუთარ თავს უღალატა, როცა ბიძინა ივანიშვილის ნდობა “დიფ სთეითის” ინტერესებსა და ფულზე გადაახურდავა
“ვიქტორ ყიფიანი არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცე სანდო ადამიანიდან მოღალატედ, პროფესიონალიდან დიფ სთეითის დაქირავებულ მონად, კაციდან არაკაცად! “- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ყიფიანი, “დიფ სთეითის” დავალებით, პოლიტიკურად განულებულ ოპოზიციას შეეკრა და ერთ დროს სანდო ადამიანიდან მოღალატედ იქცა.
“ვიქტორ ყიფიანი არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცე სანდო ადამიანიდან მოღალატედ, პროფესიონალიდან დიფ სთეითის დაქირავებულ მონად, კაციდან არაკაცად!
ვიქტორ ყიფიანმა საკუთარ თავს უღალატა როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ მისდამი გამოცხადებული ნდობა დიფ სთეითის ინტერესებსა და ფულზე გადაახურდავა.
ის ამ უკანასკნელის დავალებით პოლიტიკურად განულებულ ოპოზიციას შეეკრა, დაუპირისპირდა “ქართულ ოცნებას”, საკუთარი განცხადებებით დადგა დესტაბილიზაციის მომხრეთა მხარეს და მის მიერ მანამდე ნაკეთები საქმე და მის მიმართ გამოცხადებული ნდობა 30 ვერცხლად გაყიდა.
ვიქტორ ყიფიანი არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ერთ დროს სანდო ადამიანიდან მოღალატედ იქცე და “დიფ სთეითის” ყურმოჭრილი მონის მარკა ფაქტებით დადასტურებულად აირტყა.
დასანანია ადამიანების ასეთი ფერიცვალება, არასწორია შენ მიმართ ნდობით გამსჭვალული ადამიანის ღალატი და საკუთარი საქმიანი რეპუტაციის განულებული ოპოზიის პოლიტიკურ ნარატივებზე გადაცვლა, მაგრამ არჩევანი ვიქტორ ყიფიანზე იყო და მან ეს არჩევანი საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ გააკეთა.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.