შსს: გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა – პატივს მივაგებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას!
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.
,,პატივს მივაგებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.