ჩეჩნეთში გროზნოს 5 ოქტომბრის ტერაქტის ორგანიზატორი მოკლეს

ჩეჩნეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა 5 ოქტომბერს გროზნოში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ასლან ალისხანოვის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩეჩნეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, ოპერატიული ინფორმაციის გადამუშავების საფუძველზე, რესპუბლიკის დედაქალაქში 5 ოქტომბრის აფეთქების ორგანიზატორი გროზნოს სტაროპრომისლოვკის რაიონში დაკავების მცდელობისას განადგურებული იქნა. ის 1981 წელს დაბადებული, ფედერალურ ძებნაში მყოფი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების აქტიური წევრი – ასლან ალისხანოვი აღმოჩნდა“, – ნათქვამია ჩეჩნური პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები