„ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს დღენიადაგ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა, განურჩევლად სახელებისა” – მახაშვილი

”როდესაც ჩვენ მთავრობას ვირჩევდით, მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება – რომ მისი პრიორიტეტი, უმთავრესი საკითხი და საზრუნავი იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლა, ბევრმა შეიძლება, ღიმილით მიიღო, ან საერთოდ არ მიიღო სერიოზულად”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრისას განაცხადა.

„ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს დღენიადაგ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა, განურჩევლად სახელებისა, პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პოზიციებისა იმიტომ,რომ კორუფცია არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არსებითი პრობლემა ზოგადად. ამ პრობლემას სჭირდება ასევე სერიოზული მიდგომა და სერიოზული ბრძოლა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არა სიტყვებით, რამედ კონკრეტული საქმით ხელისუფლება ამტკიცებს იმას, რომ მისი მთავარი საზრუნავი სხვა საკითხებთან ერთად არის კორუფციასთან ბრძოლა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, სუს-მა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები