მახაშვილი – „გორბის“ კვლევაზე: ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი
” ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილ „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ განწყობებს რაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის იმასაც, რომ ქართულ ოცნებას არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში. ასევე აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქართული ოცნების მიერ და გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე იმედიანად არის განწყობილი მომავალთან, მათ შორის ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, – თქვა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.