გაერო დონბასს რეაბილიტაციისთვის დახმარებას გაუზრდის

  უკრაინის რეგიონების რეაბილიტაციის პროექტების განსახორციელებლად გაერო უკრაინას 700 000 დოლარს გამოუყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა შედარებით უსაფრთხო რვა რაიონის ხელისუფლებებს შორის გადანაწილდება. რეციპიენტები კონკურსის საფუძველზე შეირჩევა. გაეროში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა უკრაინის ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა. ბევრ რაიონში სოციალური ინფრასტრუქტურაა დაზიანებული.
„რთული სიტუაციის გათვალისწინებით, გადავხედეთ ჩვენ გეგმებს და რეგიონების აღდგენისთვის და რთულ პირობებში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად მიმართული დახმარების გაზრდა გადავწყვიტეთ“, – განაცხადა უკრაინაში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები