დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

  დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განსაკუთრებული წესის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. დღეს, დოკუმენტი საპარლამენტო გაზეთ „უკრაინის ხმა“-ში გამოქვეყნდა, ძალაში კი გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
შეგახსენებთ, რომ კანონს დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა. 16 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული უფლებამოსილების და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ არჩეულ დონბასის რაიონებში აღდგენითი ზომების შესახებ კანონი მიიღო. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, დონბასის რაიონებში ნებისმიერი ენის გამოყენების გარანტია არსებობს და რუსეთთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას დადებითი შეფასება ეძლევა. კანონის თანახმად, დონბასში კონფლიქტის მონაწილეები ამნისტირებულნი იქნებიან, 7 დეკემბერს კი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები